Mamuli |
![]() ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელს მსოფლიოში. ეროვნული ტანსაცმლისაგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიო, ხაჭაპური, ხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებლები. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მთავარი სასმელი ღვინოა. მხოლოდ მაღალმთიან პროვინციებში, სადაც ვენახები არ არის, ღვინოს არაყი და ლუდი ცვლის. |
![]()
GCAC-არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წლის აპრილში, ტორონტოში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მიერ, მისი ძირითადი მიზანია მოახდინოს კანადაში მყოფი თანამემამულეების გაერთიენება. ქართული ენისა და ტრადიციების პოპულარიზაცია და მისი ღირსეული გადაცემა მომავალი თაობისთვის.
|
![]() |
![]() ქართული სათვისტომო კანადაში, კერძოდ ქალაქ ტორონტოში დაფუძნდა 2012 წლის 4აპრილს. კორპორაცია არის ღია სახის და მის მუშაობაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. რეგისტრაციის ინგლისურენოვანი სახელია არის შემდეგი " Georgian Community Association in Canada" (GCAC). სათვისტომოს საქმიანობა არის ღია და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი. ძირითადი საქმიანობა მიმართულია ქართული emigrantebis უკეთ ადაპტირებისთვის კანადურ საზოგადოებაში, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ კანადური მრავალკულტურული საზოგადოების მშენებლობაში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრობლობთ კანადის და საქართველოს მთავრობებთან. ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა პროექტებში. კორპორაციის საქმიანობა არამომგებიანი სახისაა(non-for profit). |
![]() ქართული სათვისტომო კანადაში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა პროექტებში, რომლებიც დაეხმარება ქართველი ემიგრანტების ადაპტაციას კანადის საზოგადოებაში. პირველი პროქტი " New horizon for seniors" დაფინანსდა კანადის მთავრობის მიერ. |